მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი 2017 წელს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. იგი ერთდროულად პოლიტიკოსიც და მუსიკოსიც იყო. დღისით კანონმდებელი და საღამოს - როკენროლის შემსრულებელი იყო.
მისივე განმარტებით, დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ყოფილა შემთხვევა, რომ დეპუტატი სხდომიდან პირდაპირ კლუბში, კონცერტის გასამართად წასულა.
რა ცილისწამების მსხვერპლი გახდა პოლიტიკაში წასული ზაზა ხუციშვილი - ამ თემაზე მან თავად გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ ისაუბრა.
„ჩემს მეგობარს უმტკიცებდნენ, პოლიტიკაში წასვლით დიდი ფული იშოვაო“, - ამბობს ზაზა ხუციშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 საიდან მოდის ხალხური გამონათქვამი - ნინიას ბაღი კი არ არის