Digest Logo

🎥 „ჩემს მუსიკას სარეაბილიტაციო ცენტრში ავადმყოფებს გამოსაჯანმრთელებლად ასმენინებენ“ - რას ჰყვება გოჩა იაშაღაშვილი

1791460343
გოჩა იაშაღაშვილი

გოჩა იაშაღაშვილი არის ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი, მომღერალი და რეჟისორი. იგი დაიბადა 1965 წლის 21 მაისს თბილისში, თუმცა წარმოშობით სოფელ ტაბახმელიდანაა. მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკშივე გამოავლინა და დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით.

1996 წლიდან გოჩა იაშაღაშვილი ქალაქ ნიურნბერგში (გერმანია) ცხოვრობს და მოღვაწეობს, მას ხშირად „ბავარიელსაც“ უწოდებენ.

ამჟამად იგი საქართველოშია და გადაცემას „დღის პოსტი“ ესტუმრა, სადაც მან საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა:

„დავწერე ჰიმნი, აპოლიტიკური რა თქმა უნდა, მისი დამკვეთი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩასული კონტინგენტი, 2 მილიონი რუსი-გერმანელი. აი, ამ ხალხისთვის დამაწერინეს მუსიკა, ტექსტი გვაქვსო, 200 წელი რომ სხვა მეფის ქვეშ ვიყავითო და ბოლოს ისტორიულ სამშობლოში რომ დაბრუნდნენ.

უფალმა ამირჩია, მე არ ვწერ მუსიკას, გამტარი ვარ.

ჩემს მუსიკას სარეაბილიტაციო ცენტრში ავადმყოფებს გამოსაჯანმრთელებლად ასმენინებენ“, - ამბობს გოჩა იაშაღაშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბრაზი როგორც ცხოვრების ხარისხის დამაზიანებელი - „იზრდება ჰიპერტენზიის, გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების ალბათობა“

🎥 „ვნერვიულობდი, რომ კარიერას ვინგრევ არ გასვლით-მეთქი, მაგრამ მშვიდად მძინავს და ბედნიერი ვიღვიძებ“ - დოდონა ნამორაძე

🎥 რატომ ვაყრით მიცვალებულს მიწას ჩვენი მუჭით?- სოსო დოლიძე ტრადიციების როლზე ყოველდღიურობაში

✕