Digest Logo

🎥 რატომ ვაყრით მიცვალებულს მიწას ჩვენი მუჭით? - სოსო დოლიძე ტრადიციების როლზე ყოველდღიურობაში

1791454583
სოსო დოლიძე

სოსო დოლიძე არის ქართველი კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ასოცირებული პროფესორი, რომელიც აქტიურად ეწევა კერძო პრაქტიკულ და აკადემიურ საქმიანობას. იგი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია საჯარო ლექციებით, სემინარებითა და პოდკასტებში მონაწილეობით, სადაც ხშირად განიხილავს ფსიქოანალიზის, ნარცისიზმის, მედიტაციისა და თანამედროვე მენტალური გამოწვევების თემებს.

ამჯერად იგი „ჯაფარას პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან გლოვისა და ტრადიციების როლზე ყოველდღიურობაში ისაუბრა. გარდა ამისა, იგი გლოვის 5 სტადიას შეეხო:

„ვთქვათ, ვიღაცას გარდაეცვალა საყვარელი ადამიანი, ან შეყვარებულს დაშორდა, ცოლს, ქმარს, ანუ რაღაც მძიმე ამბავი მოხდა მის ცხოვრებაში, ამ დროს ეძახიან გლოვის მუშაობას. პირიქით, ჯობია ადამიანმა გამოიგლოვოს, ეს პროცესი არაფრით განსხვავდება დეპრესიის მძიმე სიმპტომატიკისგან, მაგრამ ეგ არ არის კლასიკური დეპრესია. გლოვა საჭიროა, მთელი რიტუალები, რომელიც ტრადიციებში არსებობს, ემსახურება მაგ სიმპტომის მარტივად გადამუშავებას, მაგალითად ერთ-ერთი გავრცელებული რიტუალი არის ის, რომ ადამიანი დასაფლავებაზე მიდის, მუჭით აყრის მიწას მიცვალებულს, ამას ხომ არაფერი ობიექტური საფუძველი არ აქვს? მესაფლავეა და ჩემი ერთი მუჭით მიყრილი მიწა არაფერია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩემს ფსიქიკას ვეუბნები, ჩემი ხელიდან დამარხულია. კი, მომენატრება, რაღაც დამემართება, მაგრამ ჩემი ხელიდან დავმარხე, მუდმივად ცოცხალი არ არის. 

საქართველოში იყო ერთი ასეთი შემთხვევა, როცა მიცვალებული არ დაასაფლავეს, თაფლში ამოავლეს, ეს ნიშნავს, რომ პროცესი გლოვისა არ არის დასრულებული და უკიდურესად არის გაწელილი. 

სადღეგრძელოს თქმა, ერთმანეთში საუბარი ამ დროს, აბსოლუტურად თერაპიულია, ამიტომაც ხალხში ეს ტრადიციები ყოველთვის არის. განსაკუთრებით სამეგრელოშია გლოვის ტრადიციები მრავალფეროვანი, მაგრამ თავისი ფუნქცია აქვს ამ ყველაფერს. ყველა საზოგადოებაშია ჩადებული თვითგანკურნების რაღაც ელემენტები. 

ადამიანი რაც უფრო მეტად მოწყდა ბუნებას, ფსიქიკურ აშლილობებმა იმატა, რადგან ჩვენ ასე ვართ დაპროგრამებული, დილით მზე გაღვიძებს. 

ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიში და სწორი კვება, როგორც წესი, ადამიანი თუ კარგ ფორმაშია, ეს არ ნიშნავს მარტო იმას, რომ რაღაც გირების აწევა შეუძლია, არამედ ნიშნავს, რომ ნებისყოფა აქვს გამომუშვებული და ეს ფსიქიკაზეც აისახება. 

გლოვის 5 სტადია

აუცილებელი არ არის ადამიანმა ხუთივე ეტაპი გაიაროს. უარყოფა არ ნიშნავს ფსიქოზური გაგებით, მე შეიძლება მესმოდეს, მაგალითად, რომ ადამიანი გარდაიცვალა, ან დავშორდი ადამიანს, მაგრამ არ ვცხოვრობ ისე, რომ დაშორებული ვარ, ამიტომაც ეს დაცვითი მექანიზმებია, რაც ირთვება განსაკუთრებული სტრესის დროს. 

დაცვითი მექანიზმები შეიძლება შევადაროთ მომენტს, როცა შეიძლება მაღალი ძაბვა მოვიდეს და ტელევიზორი გადაიწვას. დაცვითი მექანიზმები ჩვენ გვაშორებს სტრესს, მაგრამ ამავე დროს გვაშორებს რეალობას“, - ამბობს სოსო დოლიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ტანჯვის გზა: რას გვეუბნება პანიკური შეტევები და როდის მივმართოთ ფსიქოთერაპიას? - სოსო დოლიძის საინტერესო რეკომენდაციები

🎥 პოპულარობა ადრეულ ასაკში - რა გავლენას ახდენს მოზარდზე მუდმივი ყურადღება, მოწონებები და კომენტარები

🎥 რა კავშირშია კვება მხედველობასთან - როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა

✕