Digest Logo

🎥 „ჩემს ცხოვრებაში ღვთისმშობელმა თავის ნაცვლად პატრიარქი გამოაგზავნა... მას რომ შევხვდი, ველოდებოდი ღმერთის პასუხს...“ - დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი პატრიარქზე

1773945831
 ლუკა სუპატაშვილი

დიდ დიღომში მდებარე, ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი იხსენებს შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, რომელმაც მისი ცხოვრების მიმართულება რადიკალურად შეცვალა. 

„პატრიარქმა რომ დიაკვნად მაკურთხა ახალგაზრდა ვიყავი, ენერგიით სავსე, სპორტული მომზადებაც კარგი მქონდა. პატრიარქი იყო ხნიერი. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვღლიდა ახალგაზრდებს. იყო დღეები, როცა მასთან ერთად ვყოფილვართ. თვითონ არასდროს იღლებოდა. ჩვენ კიდევ ფეხზე ძლივს ვიდექით

ჩემს ცხოვრებაში ღვთისმშობელმა თავის ნაცვლად პატრიარქი გამოაგზავნა. მას რომ შევხვდი, ველოდებოდი ღმერთის პასუხს“, - ამბობდა ლუკა სუპატაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

(ვიდეო ჩაწერილია გასული წლის დეკემბერში)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სოხუმი, აფხაზეთი, საქართველო - სახლი, სადაც უწმინდესი ილია მეორე ცხოვრობდა, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი

⭕„მადლი გადაგვარჩენს და ზუსტად ამ განწმენდის გზას გავდივართ პატრიარქისთვის დანთებული სანთლით“ - ლალი მოროშკინა

⭕თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება