გადაცემა „სხვა ნანუკას“ სტუმარი 13 წლის ლექსოა, რომლის ემოციურმა ამბავმა სოცქსელი მოიცვა. ლექსო დედას ეხმარება ავადმყოფი ძმის მოვლაში და მისი საზრუნავი ოჯახის შენახვაა.
„დედა რომ გასულია ჩემ ძმას ვიტოვებ ხოლმე. ამ ცხოვრებას ჩემი წლოვანებით ვერ შევცვლი. გულის დარდებს დედაჩემს ვუზიარებ... ვესაუბრები როგორ შეიძლება მოვიქცეთ, რომ ქირა გადავიხადოთ, რომ ვიმუშაო და ფული ავიღო... 13 წლის განმავლობაში არაფერი არ გამხარებია.
ჩემი მთავარი სადარდებელი ჩემი ძმაა.
ვფიქრობ, ცხოვრება თამაშია, თავი უნდა გაიტანო... შიმშილიც ყოფილა ჩემი პრობლემა, ისე გასულა 1 კვირა, 3 დღე არ მიჭამია. ჩემი ძმის პენსიის ფულით ქირა გადაგვიხდია და საჭმლისთვის ფული არ დაგვრჩენია.
საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, ვინც სიკეთეს აკეთებენ და ბოლო პერიოდში დავიჯერე, რომ სიკეთე არსებობს“, - ამბობს ლექსო.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გადაღებულია მკვლელობის მომენტი, სადაც ჩანს...“ - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები