
პოპულარული იმ წუთიდან გახდა, როცა ეკრანებზე გიორგი შენგელაიას ფილმი "ვერის უბნის მელოდიები" გამოვიდა. მაშინ ია ნინიძე არა მხოლოდ საქართველოს, სრულიად საბჭოთა კინოს ვარსკვლავად იქცა.
ია ნინიძე 1960 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, ტელევიზიის რეჟისორისა და რუსული ენის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. მსახიობობაზე არასდროს უოცნებია. ბალერინობა სურდა და რამდენიმე წელი სტუდიაშიც ემზადებოდა. სწორედ სტუდიაში ყოფნის დროს შეამჩნია გია დანელიამ და პირველ როლზე დაამტკიცა.
მან გადაცემაში „ნოესთან“ სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა.
„ვოცნებობდი ბალერინობაზე და ბებიას მივაყვანინე თავი პიონერთა სასახლეში იქვე ვცხოვრობდით, ყველა გოგო იქ ვიდექით. ამ დროს კი კარები გააღო გიორგი დანელიამ და მითხრა - „მე მინდა კინოში გადაგიღო, შენ მინდა იყო ციცინო...“
მე პირდაპირ გავეცი პასუხი მე არ მინდა კინოში გადაღება მე მინდა ბალერინობათქო“, - ამბობს ია ნინიძე.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ
⭕„მათი პირველი ცეკვა“ - ჯორჯინა უზკატეგუია ოჯახურ კადრებს აქვეყნებს