Digest Logo

🎥 „ჩემთან რა პრეტენზია აქვთ, მე ვთქვი ის რაც თქვა ტატო ბარათაშვილმა და ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე“ - ლევან ბერძენიშვილი

1674625993
ბერძენიშვილი ლევანი

ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. რამდენიმე დღის წინ მას ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ უთხრა, რომ ის არაკაცია, ერეკლე მეფე კი გმირი. ფაქტის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

🔵„ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების ელემენტარულ არ ცოდნას“ - კოკო გამსახურდია

ბერიძის ამ საქციელს საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთხელ მოჰყვა განხილვა. ზოგმა ჟურნალისტი გააკრიტიკა, ზოგმა კი ლევან ბერძენიშვილი.

თავად ბერძენიშვილმა საკუთარი სიტყვები კიდევ ერთხელ განმარტა „რადიო თავისუფლებასთან“. მის მიმართ გააქტიურებული აგრესიული კამპანია კი ბიძინა ივანიშვილის საამებელ მოქმედებად შეაფასა.

„ჩემთან რა პრეტენზია აქვთ, მე ვთქვი ის რაც თქვა ტატო ბარათაშვილმა და ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე. ივანე ჯავახიშვილმა განმარტა რაც იყო ტრაქტატი და რაც ქნა იმ ადამიანმა... აქ ერეკლე მეფე არაფერ შუაშია, ყველაფერი ხდება ბიძინა ივანიშვილის საამებლად. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან ავად ისინი არ არიან მორალურად კარგად, ამას ნიშნავს მათი საქციელი“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ფილოლოგის და პოლიტიკოსის, „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის ლევან ბერძენიშვილის თქმით, ერეკლე მეფე მოღალატედ უნდა გამოცხადდეს – „რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება?

ლევან ბერძენიშვილის ძმის, დავით ბერძენიშვილის აზრით, ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე – ერეკლე არც ფარსმანის ტოლია, არც გორგასლის, არც ბაგრატის, არც დავითის, არც გიორგის ….რა პრობლემაა“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს ნუ გასცემთ ფულს ვალში და ნურც ისესხებთ“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„პატივცემულო კოლეგებო და ჟურნალისტებო, პაციენტი როცა მართვით სუნთქვაზეა ზედოზირებით ვერ გარდაიცვლება“ - ზურა სიხარულიძე

🔵 „ჩემთან რა პრეტენზია აქვთ, მე ვთქვი ის რაც თქვა ტატო ბარათაშვილმა და ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე“ - ლევან ბერძენიშვილი