ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თეა სიჭინავა სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც დედობაზე ისაუბრა:
„ჩემთვის ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო 2024 წლის პირველი დეკემბრიდან. მანამდე რა იყო უკვე აღარ მახსოვს. რადგან ყველაფერი შეიცვალა. აქამდე სამყარო ჩემ ირგვლივ ტრიალებდა, ახლა ყველა ნიკოლასის ირგვლივ ტრიალებს. ეს ძალიან სასიამოვნო რამეა. არც ვდარდობ ამაზე და არც ძილზე, რომელიც ძალიან მაკლია. ნიკოლას გულისთვის მთელი ორი თვე არ გვეძინა. ერთადერთი სადაც წყნარდებოდა ეს მანქანა იყო.
როდესაც ბავშვი იბადება ყველა ქალს სუნთქვა ეხსნება. ყველაფერს გავიწყებს, თუმცა მარტივი არ არის. დედაშვილობაზე ძვირფასი არაფერია. ყველამ უნდა გამოცადოს ეს გრძნობა. რთულად გავიარე მეც ეს ეტაპები. ყველაფერს თავისი დრო აქვს. დედაჩემი არის ამ ყველაფრის შემოქმედი. მეორე დედაა თითქოს“, - აღნიშნა თეა სიჭინავამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პირველად ორი წერტილი რომ დავინახე შემეშინდა...“ - რას ჰყვება თეონა ცირამუა შვილებზე
🎥 „ვიწვალე, თითქმის 30 წელი...“ - როგორ გახდა თამთა დემურიშვილი დედა?