
ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს, სადაც სტალინი, ბერია და სტალინის დედაა აღბეჭდილი. კადრი 1935 წლით თარიღდება, როდესაც სსრკ-ს ყველაზე სახელგანთქმული ლიდერი თბილისში იმყოფებოდა ვიზიტით:
„თქვენს წინაშეა უნიკალური ფოტო, რომელზედაც აღბეჭდილია სტალინის ვიზიტი თბილისში 1935 წელს და შეხვედრა დედასთან!
ფოტოზე არიან: სტალინი, ბერია, სტალინის დედა - კეკე გელაძე და მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.
როგორც შემდგომში თავის მოგონებებში ექიმი იხსენებდა, სტალინს ამ შეხვედრის დროს დედისთვის უკითხავს, - ასე მკაცრად და ასკეტურად რატო მზრდიდიო? რაზედაც კეკეს პასუხი გაუცია: - ამიტომაც გამოხვედი ასეთი ძლიერი ადამიანი და კარგი კაციო“.
შემდეგ კეკე დაინტერესებულა, თუ რა თანამდებობა ეკავა მის შვილს, სტალინს უპასუხია: - მეფე ხომ გახსოვს, აი, მისი მსგავსი ვარო! - დედას დანანებით უთქვამს: - ჯობდა, მღვდელი გამოსულიყავიო! უფრო დიდი ადამიანი იქნებოდი ჩემთვისო. ღვთიმსახურება უდიდესი მადლიაო“.
სტალინმა არაფერი უპასუხა. უბრალოდ როგორც მოგონებებში იხსენებს ექიმი ყიფშიძე - სტალინი პირველად და უკანასკნელად ვნახე მე პირადად ასეთი სენტიმენტალური, ეს რკინის ადამიანი რომელსაც გეგონებოდა ზოგჯერ ემოცია არ აქვსო, დედას გაუღიმა, ხელი მხარზე გადაადო და გადაეხვია“, - წერს ბესო ჩუბინიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გიოს ოქროს დაბადების დღე!“ - ლიზა ჩიჩუა შვილის საიუბილეო წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს