
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართველი ფეხბურთელები, ბავშვები, სპორტსმენები, რომლებიც იზრდებიან და არიან 14, 15, 16 წლის - დღეიდან დაიწყონ ამ ყველაფრის შესწავლა და ეს იმაზე სწრაფად გააკეთონ, ვიდრე ეს მე გავაკეთე“, - ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა „ჯეო თიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
სპორტსმენმა მისი გუნდის წევრი, ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა და თქვა, რომ ის მისთვის თავმდაბლობის, ურთიერთობის ყველაზე კარგი მაგალითია:
- ემოციური დამშვიდობება „ლევანტესთან“…
ქოჩორაშვილი: იმდენი რაღაც ვისწავლე და იმდენი ადამიანი გავიცანი, რთულია გიპასუხო. მათ მომცეს საშუალება გავმხდარიყავი უკეთესი არამხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის გარეთ. ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარია ურთიერთობა. ეს ურთიერთობა არ არის მხოლოდ საუბარი, არამედ შეგრძნება, მოსმენა იმის, რასაც რეალურად გესაუბრები. იყო მომენტები, როდესაც ძალიან რთული მომენტები მქონდა ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, მაგრამ ის ხალხი, ვინც იქ იყო თითქოს არაფრის გამო მუშაობდნენ ჩემზე, საღამოს შეიძლება მოეწერათ როგორ ვგრძნობდი თავს. ფეხბურთში ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არ არის, რომ გოლი გაიტანო, ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც სპორტი გვაძლევს არის ურთიერთობები. ვფიქრობ, „ლევანტემ“ მომცა ეს ურთიერთობები.
- რატომ ატარებს გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში საფეხბურთო ფორუმს?
ქოჩორაშვილი: მიზანი მარტივია, იგივე „მაინდ გეიმის“ ფორუმზე ჩემი მიზანი არის ჩემი ვიდეო „ანალისთი“, რომელიც „კასტელიონიდან“ მოყოლებული ჩემს გვერდით იყო, ისაუბროს განვითარებაზე, რაც შეიძლება ფეხბურთს მოჰყვეს. ხშირად მინდოდა ამაზე საუბარი, როცა ესპანეთში ჩავედი რთული პერიოდი მქონდა. იმის სწავლისთვის, რაც დღეს ვისწავლე, დამჭირდა 8-9 წელი“.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართველი ფეხბურთელები, ბავშვები, სპორტსმენები, რომლებიც იზრდებიან და არიან 14, 15, 16 წლის - დღეიდან დაიწყონ ამ ყველაფრის შესწავლა და ეს იმაზე სწრაფად გააკეთონ, ვიდრე ეს მე გავაკეთე.
- რატომ არის ქოჩორასთვის ხვიჩა კვარაცხელია მისაბაძი?
ქოჩორაშვილი: ყველაზე მთავარი ჩემთვის არის ურთიერთობა და ხვიჩა ამ ყველაფერში არის ნომერ პირველი. ის არის ადამიანი, რომელიც მოედანზეც და მოედნის გარეთაც თავმდაბლობის მაგალითია, შრომის მაგალითია. ის ჩემთვის ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს არამარტო ქართველი სპორტსმენი, ფეხბურთელი, არამედ მთლიანად მსოფლიო. მასში მიყვარს ის სიახლოვე და თავმდაბლობა, რაც მას აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოვდივართ“ - ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად საქართველოშია
⭕რა იცის მოსახლეობამ ChatGPT-ის შესახებ და რას ეკითხებიან მას ყველაზე ხშირად?