
მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით. ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს თავის მოვლისა და კოსმეტიკის საკუთარი ბრენდიც.
მან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა - იგი ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.
ამჯერად მოდელმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი შვილთან ერთად სამშობლოში ჩამოდის.
„თბილისი, მოვდივართ“, - დაწერა ნუკიმ.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:ც