Digest Logo

ჩინეთის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს

1745606285
ანა ჯაფარიძე

ჩინეთის ქალაქ ტაიანში პარატაეკვონდოში საერთაშორისო ტურნირი „WT - პრეზიდენტის თასი“ გაიმართა. ტურნირზე საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი პარასპორტსმენი ანა ჯაფარიძე (-52 კგ) პარატაეკვონდოში ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლია ჩაჩიბაია (-47 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ამავე ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ლაშა ტყემალაძეს „WT - პრეზიდენტის თასის“ საუკეთესო მოჩხუბრის ტიტული მიენიჭა.

ქართველი პარასპორტსმენები შეჯიბრებაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენ ახლა გადიხართ ქარიშხლის ზონას...“ - 27 აპრილის ახალმთვარეობა და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე, ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

⭕„8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს... ბავშვი დედას და ბებიას ადანაშაულებს...“ - საქმეზე დაწყებულია გამოძიება

⭕„დახვეწილი გოგო...“ - მარიამ სანოგო ახალ კადრებს აქვეყნებს