Digest Logo

🎥 „ჩვენ არ გვქონდა არც ბინები, არც ფართები, არც ძვირფასი სახლი, რადგან მამაჩემის მთელი რესურსი იყო მხოლოდ ადამიანებისთვის გაცემა“ - ნანუკა გულუა

1779651810
ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში თუ ტელეეთერში ხშირად საუბრობს ოჯახურ ფასეულობებზე. ამჯერად მან საზოგადოებას საკუთარი განცდები გაუზიარა და გარდაცვლილი მამა ემოციური სიტყვებით გაიხსენა.

ნანუკა გულუამ აღნიშნა, რომ მამამისი მისთვის ნამდვილი ზღაპრის გმირი და სიკეთის სიმბოლო იყო, რის გამოც შვილების მიერ მეუღლისთვის „მამას“ დაძახებაც კი მასში ყოველთვის სევდას იწვევს:

 „ზოგადად, რომ მამას ეძახიან ჩემი შვილები ჩემ მეუღლეს, ეგრევე მოდის ჩემთან სევდა. წარმომიდგენია ყველაზე დიდი სიკეთის გენერატორი. ზღაპრის გმირი იყო მამაჩემი. ვინც იცნობდა, ყველა დამეთანხმება ამაში.

ჩვენ არ გვქონდა არც ბინები, არც ფართები, არც ძვირფასი სახლი, რადგან მამაჩემის მთელი რესურსი იყო მხოლოდ ადამიანებისთვის გაცემა. მამის ამ უნარის შემდეგ, სიმდიდრე ჩემთვის ნიშნავს გაცემას და სხვების დახმარებას... სულ ვამბობდი, ღმერთო გთხოვ თუ ოდესმე მეყოლება მეუღლე და შვილების მამა - რაღაცით მაინც ჰგავდეს მამაჩემს“, - აღნიშნა ნანუკა გულუამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მარიამ მათიაშვილმა „სუხიშვილები“ დატოვა - ცნობილია, ანსამბლიდან მისი წასვლის მიზეზი

⭕„მზე ჯერ კიდევ არ იყო ამომბრძანებული , მთვარე კი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა“ - რას წერს გიორგი ნიკოლავა

🎥 „მინდა რომ დრო გავაჩერო და სამუდამოდ ერთად ვიყოთ“ - გვანცა დარასელია ბებიასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს