
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად დეკანოზის ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, ზიარების შესახებ ქადაგებიდან ამონარიდი ვრცელდება.
„ჩვენ, ბოლომდე პასუხისმგებლობით ვერ ვეკიდებით ზიარების დიდებულებას და ხშირად ცარიელები მივდივართ ზიარების შემდეგ, ამას თავისი ბევრი მიზეზი აქვს.
უპირველეს ყოვლისა - ეს არის მოუმზადებელი გული, ზიარება ხდება გულით, გულით, და გულს მომზადება სჭირდება, ჩვენი გული არ არის მოუკლებლად მლოცველი და სულით მდუღარე, და მოუკლებლად მონანული, ამიტომაც ის მოუმზადებელია ღმერთის მისაღებად და ჩვენ, ზიარების წინ, ვცდილობთ, რომ გული მოვამზადოთ, თორემ არ მიიღებს ის ღმერთს.
ანუ, თუ ჩვენს გულში ამასოფლის სული სჭარბობს და ამასოფლის სულით სავსენი ვართ, გარეგანი წესის შესრულებით რომ მოვირბინო და პირი გავაღო - ჩვენი გული ღმერთს არ მიიღებს და არც ჩვენ არ გვესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა -„რომელი სჭამდეთ ჩემს ხორცს...“ , და ვერ ვაცნობიერებთ, ეს რას ნიშნავს,
და ზედაპირულად ვუყურებთ, არ გვაქვს შიში, არ გვაქვს კრძალვა, არ ვცახცახებთ, არ ვკანკალებთ,
არ ვთრთით, როცა ისეთ დიდებულებას ვუახლოვდებით, და ჩვენ ეს განცდად არ გვაქვს, მოვირბინეთ,
პირი გავაღეთ, გადავსანსლეთ, გავიქეცით...
გავიდა წლები, არაფერი არ ხდება, მიზეზი ეგ არის - გული არასოდეს არ იხსნებოდა ღმერთის მიმართ,
ამიტომაც არის, რომ მრავალი დადის, ეზიარება, ეზიარება, ეზიარება, და კვლავ რჩება ურჩი, თავნება, ამპარტავანი,
ამაყი, თვითრჯული, არაფერი არ შველის…“, - აღნიშნულია დეკანოზის ქადაგებიდან ამონარიდში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: