მსახიობი მაკა შალიკაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ ბავშვობის წლებს, რთულ პერიოდსა და ყველაზე ტკბილ მოგონებებს იხსენებს.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ბევრი რამ რთული იყო, მისი თქმით, ბავშვობა მაინც სასიამოვნოდ მოსაგონებელია.
იგი მადლიერებით საუბრობს მშობლებზე, მამაზე - ფირანი შალიკაშვილზე, დედაზე - ეთერი ხუციშვილზე და იმ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე, რომელიც ოჯახის წევრებს შორის არსებობდა:
„ჩემთვის ჩემი ბავშვობა იყო ძალიან სასიამოვნოდ მოსაგონებელი. ყველაფერი ადვილად და სასიამოვნოდ მახსენდება, მენატრება კიდეც. თუმცა ბევრი რამ არ იყო ადვილი. არასოდეს მაკმაყოფილებდა ის გარემო, სადაც ვცხოვრობდი, ვიყავი ძალიან სევდიანი ადამიანი.
ჩვენ დროს არ იყო შუქი და მთელი ბავშვობა გატარებული მაქვს ღამით ლამპის შუქზე, დღისით სარკესთან. ვკითხულობდი მუდმივად ლექსებს. ასევე ვკითხულობდი გაზეთებს. ასე მახსენდება ბავშვობა.
მამაჩემი არის ფირანი შალიკაშვილი. ჩვენ ჩამოსულები ვართ კასპიდან. დედაჩემი იქაურია, ეთერი ხუციშვილი საოცარი ქალბატონია. დედაჩემის მიმართ მიმართ მინდა ძალიან დიდი პატივისცემა გამოვხატო. ჩემი და და დედაჩემი იყვნენ ძალიან ახლოს, მე და მამაჩემი კიდევ უფრო ახლოს იყო. მეორე გოგო რომ გავჩნდი თავიდან ეწყინა, თუმცა შემდეგ ყველაფერს მასწავლიდა, მათ შორის მანქანის ტარებასაც. მეგობრების წრეში სადღეგრძელოებს მასმევდა. პაპა და ბებო მიყვებოდნენ ზღაპრებს. მათი მოყოლილი ზღაპრები არის ყველაზე ტკბილი მოგონება“, - გაიხსენა მაკა შალიკაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო“ - გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეზე