მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ბავშვობა გაიხსენა.
მისი თქმით, ადრე გაჯეტებს იმხელა გავლენა არ ჰქონდა ბავშვებზე, როგორიც დღეს აქვს:
„ჩვენ დროს ხომ მხოლოდ ტელევიზიით და კონკრეტულ დროს გადიოდა მულტფილმები, ამ შუალედში ეზოში ვთამაშობდი და ასეთი გავლენა არ ჰქონდა ჩემზე. ამ მონაკვეთებში ბავშვურ რაღაცებსაც ვასწრებდი ხოლმე. ახლა შეგიძლია ნებისმიერ მომენტში ჩართო და სულ გქონდეს. ბავშვმა ფეხიც უნდა გადაიტყაოს, უნდა წაიქცეს კიდეც, ზომიერება საჭიროა“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ისე გარდაიცვალა „ბებია” ვერ დავუძახე...” - თამრიკო ჭოხონელიძის ბებიის ტრაგიკული ისტორია
🎥 „ვცდილობ გავაკონტროლო ჩემი შვილიშვილები „გაჯეტებში“ რას უყურებენ...“ - მადონა კოიძე