ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა სადაც მიღწეულ წარმატებებსა და კარიერაზე ისაუბრა.
ლაშა ბექაურმა ისაუბრა ასევე ძიუდოზე, რომელიც ქართველი პატარებისთვის, ხელმისაწვდომი გახდა სპორტის სამინისტროს დახმარებით:
„ჩვენ მებრძოლი ერი ვართ, ეს სისხლში და გენში გვაქვს. ისტორიას თუ გადავხედავთ, სულ ბრძოლაში ვიყავით. ქართველებს გვაქვს ტრადიციული, ქართული ჭიდაობა, ძველ დროიდანვე მიდიოდა ყველგან ჭიდაობა. როცა ეთოსნაირი ქალები არიან ქართულ სპორტში ეს არის საჩუქარი. მადლობა ამ ყველაფრისთვის შენ.
ძიუდო ძალიან აქტუალური და ხელმისაწვდომი გახდა დღეს პატარებისთვის. ჩემთან სოფელში უკვე დავასრულეთ ჩემი სახელობის სპორტ დარბაზი. ადრე არ იყო გოგოების წრე და ახლა შეუძლიათ მათ ვარჯიში. დღეს თუ ახალგაზრდას წარმატების მიღწევა სურს - ამის ყველანაირი პირობა არსებობს და მადლობა ბატონ შალვა გოგოლაძეს ამისთვის.
ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქართული დროშა იყოს ყველაზე მაღლა. მამაჩემმა ისე გამზარდა, რომ ქართული ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. სახელმწიფოს მხრიდან დაფასება არის მოტივაციაც და მუღამიც იმის, რომ მომავალშიც მიაღწიო წარმატებას“, - აღნიშნა ლაშა ბექაურმა.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: