Digest Logo

🎥 „ჩვენ ოჯახში ძაღლიც კი მღერის...“ - რას ჰყვება მუსიკოსი, ზურა დათიკაშვილი?

1740409243
ზურა დათიკაშვილი

მუსიკოსი, მომღერალი და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის „ალილოს“ ხელმძღვანელი ზურა დათიკაშვილი სტუმრად გადაცემაში დღის პოსტი იმყოფებოდა, სადაც პროფესიაზე ისაუბრა:

„ძალიან ღრმა ბავშვობაში ჩვენ დროს გადიოდა პირველ არხზე სიმღერის გაკვეთილები, ბატონ თემურ ქევხიშვილის ხელმძღვანელობით. სკოლის შემდეგ მივედი ბატონ თემურთან დამტოვა, მითხრა რომ შემდეგ რეპეტიციაზე მშობელიც მიმეყვანა. მშობელი რომ მივიდა ჩამრთო ანსამბლში, დავიწყე სიმღერა და აგერ უკვე 43 წელია. სიმღერა ძალიან დიდი კულტურა იყო ჩვენს ოჯახსა და უბანში. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, აბანოთუბანში დავიბადე და გავიზარდე. ჩვენთან ქალაქის კოლორიტები იკრიბებოდნენ, ბატონი დოდო აბაშიძეც მათ შორის. ჩვენ ოჯახში ძაღლიც კი მღერის. ამბობენ, რომ გამორჩეული ტემბრი მაქვს და ალბათ თემურ ქევხიშვილის ხელწერა არის პირველ რიგში და შემდეგ ყველა დანარჩენის“, - ჰყვება ზურა დათიკაშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „კინაღამ გავრეკე...არადა მაგ დროს მინდოდა ოჯახის გვერდში დგომა...“ - რას ჰყვება მარიამ ლამაზი პირად ცხოვრებაზე?

⭕მთვარის დაბნელება მარტში - რა რიტუალები უნდა შევასრულოთ ამ პერიოდში?

🎥 „მამა ახალი გარდაცვლილია, ერთი წელი გადაბმულად არ გვიცხოვრია ერთად...“ - რას ჰყვება სოფია კვინიკაძე მძიმე ბავშვობასა და მშობლის დაკარგვაზე