
მომღერალი სოფო ბედია, მეუღლესთან ერთად „დღის პოსტს“ ესტუმრა, სადაც მათ ფეხბურთის სიყვარულის შესახებ ისაუბრეს და დღევანდელ თამაშზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თურქეთთან ბრძოლაში გამარჯვება უსურვეს.
„ბავშვობიდან მიყვარდა და ვთამაშობდი ფეხბურთს. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს და მიხარია, რომ მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე და მინდა მათ წარმატება ვუსურვო.
რა თქმა უნდა ის არ იქნება ტრაგედია თუ ბიჭები ჯგუფიდან არ გავლენ, მაგრამ რაც დრო გავა დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები ევროპაზე და მსოფლიოზე იმდენჯერ გავლენ“, - ამბობს მიშა მესხი.
როგორც სოფო ბედია გადაცემაში აღნიშნავს, შვილი ანდრია ფეხბურთზე შეიყვანეს და აღმოაჩნდა საოცარი ნიჭი.
„ძალიან უყვარს ფეხბურთი, ფორმით სძინავს და ფორმით იღვიძებს. ვარჯიშიდან მოსული სახლშიც აგრძელებს თამაშს“, - ამბობს სოფო ბედია.
როგორც წყვილმა გადაცემაში აღნიშნეს, შვილის გუნდელებთან ერთად ჩაწერეს კლიპი.
კლიპი ნახეთ ვიდეოში 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: