Digest Logo

🎥 „ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა ის, რაც ჩემმა თაობამ ვერ მოახერხა...“ - კახა კალაძის პროგნოზი ევროპის ჩემპიონატზე

1718699193
კახა კალაძე

დღეს, 18 ივნისს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და თბილისის მერი კახა კალაძე „იმედის დილის“ ეთერში ისტორიულ მატჩზე საუბრობს და იხსენებს 1997 წლის 10 სექტემბერს, როდესაც საქართველო ეთამაშებოდა იტალიას.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩემ საფეხბურთო კარიერაში, შეიძლება ითქვას, რომ აქედან დაიწყო ჩემი წარმატება ფეხბურთში“, - ამბობს კახა კალაძე. 

მან, ასევე ისტორიულ მატჩის მოლოდინზე ისაუბრა.

„ფეხბურთი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სპორტია ეს დაამტკიცა იმ გამარჯვებამ, რაც საბერძნეთთან მოიპოვეს ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა ის, რაც ჩემმა თაობამ ვერ მოახერხა და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგ შედეგს დადებს ჩვენი ბიჭები, ძალიან კარგი განწყობა მაქვს. ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ გავიდეთ ჯგუფიდან,“ - ამბობს კახა კალაძე.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი“ - მიხეილ ცაგარელი საქართველოს ნაკრებზე

⭕ ცნობილია, დაახლოებით რა ვადა დასჭირდება წყლის პრობლემის დაზიანების აღმოფხვრას - „დაახლოებით, 63 000 აბონენტია, ვისაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება“

⭕„მე საერთოდ ბუნებით სამშობლოს მოღალატე არ ვარ, მაგრამ რომ მოვიგებთ და თურქების აჭრილი ფანები თუ გადამეყარენ სადმე ახლავე გაფრთხილებთ გადავდივარ იმგენისკენ“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე