
2 ოქტომბერს, ლეგენდარულ ქართველი კომპოზიტორის ალექსანდრე ბასილაიას გარდაცვალების დღეა.
აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი გამოეხმაურა და გარდაცვლილი ნათლია კიდევ ერთხელ გაიხსენა:
„დღეს ჩემი საამაყო ნათლიის, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ანსამბლ „ივერიის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბასილაიას გარდაცვალების დღეა!..“, - წერს გია ბაღაშვილი.
ცნობისთვის, კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია იყო მრავალი პოპულარული სიმღერის ავტორი, ანსამბლ „ივერიის” სამხატვრო ხელმძღვანელი. იგი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გერმანიაში 2009 წელს გარდაიცვალა. ალექსანდრე ბასილაია მაშინ 67 წლის იყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პატარა ქართველი საბა მჭედლიშვილი...“ - მარიამ ელიეშვილი შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს
⭕„ეს ალის ნათება გზას მინათებს, სიმშვიდე და სიბრძნე მოდის ჩემთან“ - მარტივი ყოველდღიური რიტუალები