Digest Logo

რატომ შეუქმნა მზია გეწაძეს პოპულარობამ პრობლემები და როგორ დააყაჩაღეს იგი? - „24 წელი ვიმუშავე რესტორანში და ასეთი შემთხვევათა არ მქონია“

1742719020
მზია გეწაძე

რატომ შეიცვალა ფინანსური კუთხით მზია გეწაძის ცხოვრება უარესობისკენ პოპულარობის შემდეგ, რის გამო აღმოჩნდა ის რთულ მდგომარეობაში და რა გეგმა აქვს სამომავლოდ - ამის შესახებ იგი „თბილისელებთან“ საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან: 

„ფული არსებობისთვის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს, რომლის გარეშეც ვერ იცხოვრებ.

ფული არ არის ლამაზი ქალი, რომ შეგიყვარდეს, მაგრამ საჭიროებას ნამდვილად წარმოადგენს. პირველად მუშაობა 28 წლის ასაკში დავიწყე ქუთაისში პედაგოგად. დასაწყისში მხოლოდ ორთვიანი წყვეტა მქონდა და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ, სულ ვმუშაობდი.

დღეს სამსახური აღარ მაქვს. „სიცრუის დეტექტორში“ ჩემი გამოსვლის შემდეგ რესტორანში მოვიდა ერთი ქალბატონი დაბადების დღის აღსანიშნავად და უთქვამს, მზიამ არ იმღეროსო. დირექტორი დათანხმდა. ჩემ გვერდით ბიჭები მუშაობდნენ, მათაც თავი დაუხარეს, კარგი, არ იმღეროს მზიამო. გადამიწყვიტეს, რა უნდა მექნა. ეს რომ გავიგე, ძალიან გავნერვიულდი შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. 24 წელი ვიმუშავე რესტორანში და ასეთი შემთხვევათა არ მქონია“, - ამბობს მზია გეწაძე. 

„სახლში ვზივარ ისიც იმის ხარჯზე, რომ ქუთაისში ბინა მაქვს გაქირავებული, ამით ვჭამ საჭმელს. მშობლები გარ-დამეცვალნენ, ქმარი მე არ მყავს და საყვარელი. შვილს თავისი ოჯახი აქვს, თავისი პასუხისმგებლობები აკისრია.

ქუთაისში ფულის გადახდა არავის უნდა ჩემი ერთადერთი ხსნა კი თბილისია, რამდენჯერაც თბილისში მომიწვიეს ამ დაფასებაც იყო, პატივისცემაც და ანაზღაურებაც“, - ამბობს მომღერალი.

ოდესმე ფული თუ დაგიკარგავს ან გიპოვია?

მეხუთე კლასში ვიქნებოდი, თეთრ ხიდთან ბაღში ფული ვნახე ჩეჩქად. დედასგან ვიცოდი, რომ სხვისი ფული არ უნდა ამეღო. გავიხედე, იქვე მილიციელი დავინახე და მას მივეცი, იქნებ, ვინმემ მოაკითხოს-მეთქი.

სინდისდამშვიდებული წამოვედი და დედა შემხვდა გზაში. მოვუყევი ჩემი გმირობის შესახებ, როგორც საბჭოთა ბავშვს შეეფერებოდა (იცინის). დედამ მითხრა, შვილო, უპატრონოდ დაგდებული თუ ნახე, სახლში ვერ წამოიღეო?! (იცინის) შენ არ მასწავლიდი, სხვის ფულს ხელი არ მოკიდო-ეთქი? (იცინის) მერე მივიდა დედა ამ მილიციელთან და უთხრა, ეს ბავშვი ასე რომ მოიქცა, სახელი და გვარი მაინც რატომ არ ჰკითხე, ასეთ ბავშვებზე გაზეთში ხომ წერენ, წახალისებისა და შექების მიზნითო?! 

ჩაიწერა იმ პოლიციელმა ჩემი სახელი და დედას ეცინებოდა, მეუბნებოდა: შვილო, სადმე თუ იპოვი ფულს და არავინ მოიკითხავს, სახლში წამოიღე, მაგრამ თუ ვინმე მოიკითხავს, აუცილებლად მიეციო. დაკარგვას რაც შეეხება, არა. მაგრამ ერთხელ წამართვეს ფული. სადარბაზოში დამხვდა უცნობი ადამიანი, ლიფტში შემომყვა, კისერზე დანა დამადო და დამაყაჩაღა. მაშინ თბილისში ვმუშაობდი. ძალიან შემეშინდა. 19 იანვარი იყო, ნათლისღების დღეს ვიმუშავე და რაც ავიღე, ტელეფონთან ერთად, ყველაფერი წამართვა. დიდი თანხა არ მქონდა, მაგრამ გასაყოფი ფული იყო, ნახევარი - ჩემი, ნახევარი კოლეგისთვის უნდა მიმეცა. სულ ასი დოლარი. რაც მქონდა ხომ წამართვა და 50 დოლარი კიდევ ვალად დამედო, რაც სხვისთვის უნდა მიმეცა. ამას ვინ ჩიოდა, ძალიან შემეშინდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოცრებებს ჩადიხართ და ეს სიკეთე არ დაიკარგება“ - თურქმა ექიმმა კიდევ ერთ ქართველს უსასყიდლოდ გაუკეთა ოპერაცია

⭕„დეე როგორ მენატრები... დღეს შენი დღეა და ძალიან მტკივა უშენობა, ჩემი მფარველი ანგელოზი და გმირი დედა ხარ, მჯერა რომ ისევ შევხვდებით!“ - ოთო ფოლადაშვილი 

🎥 „მოდით ავხადოთ ფარდა ყველაფერს... მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მყავდეს“ - მარიამ შენგელია რჩეულზე