მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. იგი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა, ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს.
თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
მომღერალი გადაცემის „ჩემი საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც მან ზესტაფონზე ისაუბრა:
„თუ კი რამე ვიცი, გამეგება თუნდაც სიმღერაში, ეს აუცილებლად ჩემი ზესტაფონის, ჩემი ბაბუის, მისი ძმების და სუფრის დამსახურებაა. როდესაც ისინი სუფრაზე ხმებში მღეროდნენ, იქვე მისვამდნენ კალთაში და მამღერებდნენ.
ის, რომ მე შრომის ფასი ვიცი, სწორედ ზესტაფონის, ბაბუაჩემის დამსახურებაა. ბაბუაჩემი უცნაური და საინტერესო ადამიანი იყო, თავისებური მეთოდი ჰქონდა შვილიშვილებთან. ჩვენი ზომის თოხები დაგვირიგა, გვითხრა, თითო მწკრივს რომ გათოხნით, მიიღებთ 10 ლარსო. მახსოვს, დილის 7 საათზე უკვე ვენახში ვიყავით ბავშვები.
გაზაფხულივით ქალაქია ზესტაფონი, სულ მზიანია და სიყვარულით სავსეა. მადლობელი ვარ ბევრი რამის“, - ამბობს ბაბი კირკიტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ზესტაფონი ჩემთვის თვალის გახელა, მახსოვრობა, ყველაფერია...“ - ენძელა მაჭავარიანი