დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომმა დევნილად აქცია 300 ათასზე მეტი ადამიანი. ერთ-ერთი ვინც სოხუმის დაცემა საკუთარი თვალით ნახა გიორგი გასვიანი იყო.
ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე სარდაფში ვიმალებოდით.. იბომბებოდა ქალაქი... მას შემდეგ ბავშვობაში, წლები, თვითმფრინავის და ვერტმფრენის ხმის მეშინოდა...
ჩემი მშობლები სოხუმის დაცემის მეორე დღეს გამოვიდნენ ბოლო უკრაინული გემით... მას მერე ყველანი 30 წელია ველოდებით დაბრუნებას. ეს დღეც დადგება.. ახლა ნიუ იორკში ვარ პირველად, აქაც აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით 1 ოქტომბერს სპეციალურ ღონისძიებას ვაკეთებთ! „აფხაზეთი საქართველოა"..
მომავალ თაობას ყველგან, ემიგრაციაშიც უნდა გავაგონოთ მთავარი მესიჯი! გელით აშშ ემიგრაციას 1 ოქტომბერს ნიუ ჯერსის შტატში. დიდება 27 სექტემბერს აფხაზეთში დაღუპულ გმირებს“, - წერს გიორგი გასვიანი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: