„დღეს, 27 სექტემბერს, აღმაშენებლის ხეივანზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელი დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს“,- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია GWP-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 27 სექტემბერს, საღამოს 21:00 საათიდან ხვალ, 28 სექტემბრის დილის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: სოფელ დიღომში - ფარნავაზის,ჩხიკვაძის, ჭელიძის, ხატაეთის, შერმადინის, ჯანიაშვილის, გორგასლის, გიორგიწმინდის, მიხეილ მესხისა და მიმდებარე ქუჩებს.
ჟღენტის, შავგულიძის, თოფურიას, სანდრო ეულის, ნადირაძის, ქავთარაძის, მინდელის და მიმდებარე ქუჩებს. ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ვაჟა ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს. ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, ზაქარიაძის, თავაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის, ჯებაშვილის, ზალდასტანიშვილების, აფხაიძის, ჩიქოვანის, მეგრელაძის, ბუდაპეშტის, ალასანიას, გაზაფხულის, თავხელიძის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა ფშაველას I,II, III, IV, V, VI, VII კავრტლებსა და ნუცუბიძის III მიკრო რაიონს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: