Digest Logo

Corriere dello Sport: „კვარა ხელშეუხებელია“ - ანტონიო კონტი „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას შეხვდა

1717692569
Corriere dello Sport: „კვარა ხელშეუხებელია“ - ანტონიო კონტი „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას შეხვდა

„ნაპოლის“ ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მომდევნო სეზონის სტრატეგიაზე სამუშაოდ კლუბის მფლობელ აურელიო დე ლაურენტისსა და სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას შეხვდა. იტალიური მედიის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ კონტე ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს არ განიხილავს და ის გუნდში სჭირდება.

„[სატრანსფერო] მაგიდაზე ბევრი სახელია, თუმცა, კვარაცხელია მათ შორის არ არის. „კვარა ხელშეუხებელია - ეს არის პირველი პუნქტი, რომელზეც ყველა შეთანხმდა“, - წერს Corriere dello Sport.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პარი სენ-ჟერმენი კლუბის ხელმძღვანელობაზე „პრესინგს“ აგრძელებს, თუმცა, 23 წლის ქართველის დათმობას „ნაპოლიდან“ არავინ აპირებს. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ

⭕🎥 რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს იოგურტის მიღება ბავშვებში? - ნინო ლომთაძის განმარტება

⭕🎥 მორიგი სკანდალი კარდაშიანების გარშემო - რატომ გახდა კიმ კარდაშიანისა და კანიე ვესტის შვილი ნეპოტიზმის სიმბოლო

⭕„გილოცავ, ჩვენო დედოფალო“ - ნინო ჩხეიძე იუბილარია

წყარო: newshub.ge