ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს სხვადასხვა სახის ისტორიებს.
ამჯერად იგი ქალების შესახებ სახალისო პოსტს წერს, თუ რის მიხედვით ირჩევენ ქალბატონები მამაკაცებს, სხვადასხვა ქვეყანაში.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„როგორ კაცებს ირჩევენ ქალები ცხოვრების თანამგზავრად?
ჩემი დაკვირვებით, ასეა:
ქართველი ქალი ირჩევს მამაკაცს, ვისაც დაეყრდნობა, ვის მხარზეც თავს მშვიდად დადებს ან ვინც უკეთესად აცხოვრებს.
გერმანელი ქალი ისეთ კაცს ირჩევს, ვინც მასზე მეტ საოჯახო საქმეს აკეთებს, განსაკუთრებით კი ბავშვის მოვლის საკითხებში.
იაპონელი ქალი მშვიდ და გაწონასწორებულ კაცს ირჩევს.
ირანელი შავთვალა კაცს ირჩევს.
რუსი ქალი ირჩევს ისეთ კაცს, ვისთანაც წათაქება გაუვა.
ბრაზილიელი ირჩევეს ისეთ კაცს, ვინც ყველაზე ძვირფას საჩუქარებს შესთავაზებს.
ებრაელი ისეთ მამაკაცს ირჩევს, ვისაც ფულის შოვნის მარიფათი აქვს.
თურქი ირჩევს ისეთ კაცს, ვინც ხელისგულზე ატარებს.
ამერიკელი ქალი პატრიოტს და მებრძოლებს ირჩევენ, რომ მასთან ურთიერთობით იამაყოს.
ფინელი ისეთ კაცს ირჩევს, ვისთან ერთადაც ბევრს დალევს.
ჩინელი ქალი ირჩევს უპრეტენზიო შრომისმოყვარე კაცს.
იტალიელი პიჯაკიან ან გრძელფეხება კაცს ირჩევს.
ფრანგი ირჩევს ისეთს, ვისთანაც კარგი სექსი ექნება ან ვისაც მოვლილი ფრჩხილები აქვს..
არგენტინელი ქალი 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს ირჩევს.
ინგლისელი კაცის წარმომავლობას უყურებს.
ავღანელი ქალი... ის არ ირჩევს.
და ვინ ირჩევს ჭკვიან კაცებს? არც არავინ. ისინი არ არსებობენ“,- წერს გოგა ჩანადირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
⭕🎥 10 მარტს ფილარმონიაში ნოდიკო ტატიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება