
„დაიჯესტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია ცუდად გახდა და იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში „გული“ გადაიყვანა.
როგორც გავარკვიეთ, წინასწარმეტყველმა, რომელმაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება მამოძრავებელ ძალად ექცია, გულის შეტევა გადაიტანა.
მომხდართან დაკავშირებით „დაიჯესტი“ გოგა მანიას ესაუბრა, რომელიც ახლა კლინიკაში იმყოფება:
„ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, ხილვა, დეპრესია, სტრესი, დაღლა და მოხდა ასეთი რამე.
მყავდა სასწრაფო გამოძახებული და გადამიყვანეს კლინიკაში „გული“.
ახლაც კლინიკაში ვარ, მთელი სხეული დაბუჟებული მაქვს და ველოდებით ანალიზის პასუხებს.
ტელეფონი არ გაჩერებულა, იმდენი ადამიანი მკითხულობს და მირეკავს, მადლობა სამყაროს, რომ ამდენ ხალხს ვუყვარვარ“, - უთხრა „დაიჯესტს“ გოგა მანიამ.
ასევე დაგაინტერესებთ: