თემქაზე, ლიბერთი ბანკის ფილიალთან მომხმარებელმა მეორე მომხმარებელი დაჭრა. ერთმა პირმა მეორეს დანით ჭრილობები მუცლის არეში მიაყენა.
გავრცელებული ცნობით, დაჭრას წინ კონფლიქტი უძღოდა. ერთ-ერთი მომხმარებელი ბანკის მენეჯერს ეჩხუბებოდა, რა დროსაც მას რამდენიმე მომხმარებელი გამოესარჩლა. კონფლიქტმა შემდეგ ქუჩაში გადაინაცვლა.
დაჭრილი კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
წინასწარი ცნობით, დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მოვირგოთ სადა სამოსი განსხვავებულად - ჯანეტ ქერდიყოშვილის გამორჩეული სტილი