Digest Logo

დადასტურდა ზაზა მესხის დაღუპვა - მისი ამოცნობა ნიშნობის ბეჭდით მოხდა, სადაც წერია „ალინა“

1692942422
ზაზა მესხი

საპატრიარქოს კალიგრაფი რაფაელ გოგიტიძე სოციალურ ქსელში ადასტურებს ინფორმაციას, რომ შოვში 24 აგვისტოს მაშველების მიერ ნაპოვნი ცხედარი ზაზა მესხს ეკუთვნის.

იგი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ცხედრების ამოცნობა ნიშნობის ბეჭდებით მოხდა, სადაც ცოლ-ქმრის სახელები იკითხება.

„რამდენიმე დღის წინ, ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა ზაზა.

გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა.

ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად, ახლახან ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული.

- განისვენოს შენმა სულმა, იქ სადაც მართალნი განისვენებენ“,- წერს რაფაელ გოგიტიძე.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით დაკარგულებად ითვლება 2 ადამიანი. ამ დროისთვის 2-3 ცხედრის იდენტიფიცირებას ელოდებიან, საერთო ჯამში ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „პუტინწამგლეჯის მოწინააღმდეგენი ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან“ - გოგა ჩანადირი

🔵 თურქეთში ტყის ხანძრის გამო დარდანელის სრუტე დაიკეტა - ევაკუირებულია 6 სოფელი

🔵 „სამშობლო ხანდახან არაკაცებსა და ზარმაცებსაც უყვართ, მაგრამ მისთვის არაფერს აკეთებენ“ - გია მურღულია