„ჩემი თავისუფლება არ არის მხოლოდ ისეთი ლაპარაკი ან მოქცევა, როგორიც შენ გსურს - როგორც მე მივიჩნევ საჭიროდ, მინიმუმ, ისიც არის. შენმა თავისუფლებამ ჩემი არ უნდა შეჭამოს“,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი თავისუფლება არ არის მხოლოდ ისეთი ლაპარაკი ან მოქცევა, როგორიც შენ გსურს - როგორც მე მივიჩნევ საჭიროდ, მინიმუმ, ისიც არის.
შენმა თავისუფლებამ ჩემი არ უნდა შეჭამოს.
ნუ მავალდებულებ, მხოლოდ ისე ვიყო თავისუფალი, როგორადაც შენ წარმოგიდგენია - ამ ცნებაზე მონოპოლია არავის აქვს.
სულელი, შემცდარი ან ცუდად მოტივირებული კაციც თავისუფალია, მაგრამ მას არ აქვს უფლება, "ქცევის ერთადერთობა" მიისაკუთროს.
თავისუფლება არ არის მხოლოდ მავანთა თამაშის წესებით ცხოვრება - თუ ამას გაიძულებენ, შენი დამონება სურთ.
შენი თავისუფლების სახელით, სხვა შენგან დაწესებული სტერეოტიპის თუ აზროვნების ჩარჩოს ტყვედ არ უნდა გადააქციო.
და ერთიც:
დადასტურებული უაზრობა თავისუფლებას არ იმსახურებს“,- წერს გია მურღულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „პუტინწამგლეჯის მოწინააღმდეგენი ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან“ - გოგა ჩანადირი
🔵 თურქეთში ტყის ხანძრის გამო დარდანელის სრუტე დაიკეტა - ევაკუირებულია 6 სოფელი