„დადიან ადამიანები და მაყენებენ შეურაცხყოფას მთავრობის დავალებით“, - ასე ეხმაურება ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ვიდეოს, რომელშიც POSTV-ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძე მას არაკაცს უწოდებს.
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო, დადიან ადამიანები და მაყენებენ შეურაცხყოფას მთავრობის დავალებით, ჩემი კომენტარი არის, რომ ამით ვერაფერს მიაღწევენ. გადახდილი არის და გაკეთებულია მთავრობის მიერ, მაგრამ მე ამაზე არ ვღელავ. მეტი კომენტარი არ შემიძლია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა Pia.ge-სთან.
შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა ძალიან ბევრჯერ მოჰყვა.
ცნობისთვის, ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პიკეტირება მოაწყო და ამის გამო ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების მიზნით, შეხვედრა გააუქმეს.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ველოდები კომენტარებში ისტერიკას, თუ როგორ ვბედავ ამას“ – რას წერს თამუნა მუსერიძე
🔵„ჩემი და მარიტას თანაცხოვრების 2 წელი დღეს შესრულდა, მიყვარხარ უსაზღვროდ“ - გიორგი გასვიანი