„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე, სოციალურ ქსელში, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სიხარულიძე წერს, გარდაიცვალა 31 წლის გიორგი ბეგლარაშვილი.
„გული გაუჩერდა დაიძინა და დილით ვეღარ გააღვიძეს...
გარდაიცვალა 31 წლის გიორგი ბეგლარაშვილი სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცოცხლა,ყოფილიყო ჩვენს გვერდით,, ის კი არა და არ დააცადე ბედნიერი ყოფილიყო მიადექი და სული ამოხადე.
გიო შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 31 წლისას მოგისპო სიცოცხლე.
წახვედი და თან გაიყოლე ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები.
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა, ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ენრი გუჯეჯიანს ოჯახსა და ახლობლებს.ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.
მოიხსენიეთ ახლად შესვენებული გიორგი ბეგლარაშვილი კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...
ღმერთმა ნათელში გამყოფოს გიო იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ....
თითოეული გარდაცვლილი ახალგაზრდა ჩვენი საერთო ტკივილია....ნათელი დაუმკვიდროს უფალმა......
საქართველომ კიდევ ერთი ახალგაზრდა ვაჟკაცი შვილი დაკარგა.....
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ახალგაზრდის უბედურება… მარადიული ხსოვნა“,- წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: