
ოჯახი 72 წლის კოტე არველაძეს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი დიდთოვლობის დროს გაუჩინარდა.
დაკარგული კაცის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოხუცს მეხსიერების და მეტყველების პრობლება აქვს:
„დაიკარგა დიდთოვლობის დროს! კოტე არველაძე, 72 წლის, სამტრედიის რაიონი სოფ: ჭაგნიდან გავიდა.. აქვს მეხსიერების და მეტყველების პრობლება, ატარებს წვერს, აცვია სამხედრო ქურთუკი და ბათინკები..
შემჩნეულია ქ. სამტრედიასა და შემდეგ ქ. ხონში.. შემჩნევის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე 591048064 ან დარეკეთ 112 ( არიან ჩართული ძებნაში).
გმადლობთ“, - წერს დაკარგულის ოჯახის წევრი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ახალი სიცოცხლის მოლოდინში - რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო შვილს ელოდებიან