Digest Logo

🎥 „დაიწყო საფლავებიდან ქალის გვამების ამოყრა, გახდა ნეკროფილი...“ - მაია ბარათაშვილი შოკისმომგვრელ ისტორიას იხსენებს

1770840385
მაია ბარათაშვილი

მუსიკოსი მაია ბარათაშვილი გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარი იყო, სადაც მან კრიმინალური ფსიქოლოგიის არქვიდიდან შოკის მომგვრელი ისტორია გაიხსენა. 

საქმე ეხება ახალგაზრდა, 25 წლის ბიჭს, რომელიც ნეკროფილი იყო:

„ისტორია ჩემზე არ არის, კრიმინალური ფსიქოლოგიის არქივიდანაა, როგორ შეიძლება ერთმა სიტყვამ შეცვალოს ადამიანის ცხოვრება.

ერთ-ერთ ქალაქში მოსახლეობამ შეამჩნია, რომ ღამე საფლავები იყრებოდა და გვამები იყო ამოთხრილი, გვამები იყო მდედრობითი სქესის. დაიწყო გამოძიება, მიადგნენ ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპათიურ ბიჭს, 25 წლის იყო. აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს ეს ბიჭი ჩადიოდა. ნეკროფილია არის ძალიან მძიმე გადახრა, ფსიქოლოგიური, სექსუალურ საფუძველზე. 

მთავარი ისაა, როგორ გახდა ეს ბიჭი ნეკროფილი. 

როგორც ყველა ახალგაზრდას, მას უნდოდა პარტნიორი გოგონა. იწყებდა შეხვედრებს და არ გრძელდებოდა. ბევრი გოგო გამოიცვალა და ჰკითხეს, რატომ ხდებოდა ეს და თქვა, ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. 

იჯდა ერთ-ერთ რესტორანში, გვერდზე ისხდნენ ახალგაზრდები და მიაყურადა ლაპარაკს და იქ ერთ-ერთმა თქვა ასეთი ფრაზა: თუ ვნახავ ჩემს მეგობარს, მიწიდან ამოვთხრიო.

ეს იყო ტრიგერი, ამ ბიჭმა გადაწყვიტა, სულ არ მინდა ქალმა ილაპარაკოს, წავიდა და დაიწყო საფლავებიდან ქალის გვამების ამოყრა. კატასტროფა, გახდა ნეკროფილი. მერე აღმოჩნდა, რომ ბავშვობაში დედა, რომელიც ძალიან ძლიერი იყო და მასზე დიდი გავლენა ჰქონდა, ხშირად ეუბნებოდა თავის შვილს, ბევრს ნუ ლაპარაკობ, ენა ჩაიგდე.

ეს ძალიან მძიმე ისტორიაა“, - ამბობს მაია ბარათაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გამათხოვეს 14 წლის ასაკში ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, საშინელება იყო ქორწილის დღე, მამას ფეხებზე ხელი შემოვხვიე“ - თეო ელიაძის მძიმე ისტორია

🎥 „აყვინთავებდნენ, ცოტა მეტი დროით დაიჭირეს და გული გაუსკდა... სისხლი რომ წამოუვიდა, შეეშინდათ და გამოიქცნენ“ - დათო ევგენიძე პირად ტრაგედიაზე

🎥 „მორგში დამდეს, იქ ვიყავი 3 დღე... ცხედრები რომ გამოჰქონდათ დასამარხად, მაშინ ავამოძრავე თითი“ - რას ჰყვება ნუნუ ჯეირანაშვილი