ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში, 14 აგვისტოს გარდაიცვალა.
სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, მარიამ გაბედავა ეხმაურება და ბადრი ვადაჭკორიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„დაჯერებაც მიჭირს, ჩემო უფროსო მეგობარო…
სიცოცხლის ასეთი სიყვარული, ასეთი ენერგია, ასეთი ნიჭი, ასეთი ადამიანობა…
და რამხელა და როგორი საქართველოს სიყვარული…
p.s სულ თვითონ მიღებდა ფოტოს და რატომღაც, „სელფი” ჩავაჩხაკუნე… ვახ, რა ვიცოდი რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო აპრილის თვეში“, - წერს მარიამ გაბედავა.
ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორია საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად 1971 წლიდან მუშაობდა. იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი.
1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. იყო საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.
ასევე იგი იყო საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005).
ბადრი ვადაჭკორია იყო 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული“ (2007, I ტ.), „ჩემი საქართველო“ (2010) და სხვ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რამდენ ხანს შეიძლება ბავშვი იყოს ზღვის წყალში და როდის უნდა ამოვიყვანოთ წყლიდან - რჩევები მშობლებს!
⭕რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთან ახლოს და რატომ?
⭕ ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს!