
თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ, 25 წლამდე კაცი დააკავეს, რომელსაც გამოძიება ნარკორეალიზაციას ედავება.
სპეცოპერაცია ფონიჭალაში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაიჩხრიკა დაკავებული მამაკაცის საცხოვრებელი სახლი. „კურიერის" ინფორმაციით, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერებები.
თავისუფლების ქუჩა და ფონიჭალა ერთადერთი ლოკაცია არაა, სადაც ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ტარდება რეგიონებში და დედაქალაქის სხვა ადგილებშიც.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„რა მაგარი გოგო ხარ...“ - სალომე ჭაჭუა ვარჯიშზე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
🔵„სკოლის დირექტორი, რომელიც ჯართების ქურდია“ - რას წერს იურისტი ლევან ჭელიძე
წყარო: rustavi2.ge