![შოთო სიხარულიძე შოთო სიხარულიძე](https://digest.ge/uploads/files/2023/04/27/38316/shoto-sikharulidze_w_h.jpeg)
ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში შვილმკვდარი დედის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
როგორც თავად წერს, ცოლ-ქმარმა 6 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ, ბავშვის ყოლა გადაწყვიტეს, თუმცა ორსულობის ამბავი გართულდა, რის გამოც ახლა მას სისხლის გადასხმა ესაჭიროება.
„შვილი მოუკვდა 6 წლის, 2019 წელს. ამდენი წლის შემდეგ ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა შვილის ყოლა იმ დიდი სტრესის და ტრაგედიის მერე და ახლა დასჭირდა სისხლი და ვერ ვშოულობთ... გთხოვთ, დაგვეხმარეთ... გააზიარეთ, გთხოვთ...
შვილს ელოდებიან, ძლივს გახდა ორსულად, ახლა პრობლემა გამოჩნდა. ორშაბათს სისხლი თუ არ გადაუსხეს, მერე ის ექიმი საზღვარგარეთ მიდის. სისხლს ვერ ვპოულობთ...დონორი არ ჰყავთ, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.
შოთიკო, 200 გრამი სისხლი სჭირდება 80 ლარი ღირს. ფულს ვიხდით და არ აქვს სისხლი არც სისხლის ბანკს არც დონორი ჰყავთ. ესაა ჩვენი საქართველო...
2 დღეა სისხლს ეძებენ, შოთო სიხარულიძე უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმაროთ!!!
სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი უარყოფითი სისხლი ორსული დედისთვის, მუცლად მყოფ პატარას უნდა გადაუსხან, ამჟამად დედა იმყოფება თბილისში, დავით დავარაშვილის კლინიკაში. ძალიან გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმარეთ. გაიღეთ სისხლი უანგაროდ, მიაწვდინეთ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს, იმისთვის რომ დავეხმაროთ პატარა ანგელოზს, რომელიც ამ სამყაროში მობრძანებისთვის ემზადება.
მე თქვენი იმედი მაქვს, მადლობა წინასწარ ყველას“, - წერს შოთო სიხარულიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ჩემთან კონტაქტის გარეშე ნუ მიგზავნით „საჩუქრებს” სარეკლამოდ!“ - მაია ასათიანი