Digest Logo

„დახოცილი და ნაწამები ადამიანების ფოტო უნდა ედოს ყველა კომუნალური გადასახადის ქვითარს, სადაც სახლები რუსული გაზით თბება...“ - რუსუდან გოცირიძე

1649080698
რუსუდან გოცირიძე

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სიგარეტის მავნებლობის რეკლამებივით, დახოცილების და ნაწამები ადამიანების ფოტო უნდა ედოს ყველა კომუნალური გადასახადის ქვითარს, სადაც სახლები რუსული გაზით თბება.

„ჰოლოკოსტის მერე ბევრს ჰქონდა გასასამართლებელი - არ ვიცოდიო. გერმანიაშიც კი, არა თუ დანარჩენ მსოფლიოში, ადამიანებს ეგონათ, რომ ბანაკები, რომლებშიც ებრაელები ჰყავდათ, იყო საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, „გამაცივილურებელი“…  არც ამდენი ტელევიზია იყო და არც ამდენი ინფორმაცია და მართლა არავინ იცოდა რა ხდებოდა…. არც სტალინის მსხვერპლებზე ვიცოდით… გოლოდომორი რამდენი ათწლეული სრულებით გასაიდუმლოებული ამბავი იყო და ჩვენც კი, მათმა მეზობლებმა ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა….
დღეს, როცა საშინელებებს ლაივ რეჟიმში ვუყურებთ, როცა თითქმის ყველა გარდაცვლილის, ყველა ნაწამების, ყველა დაჭრილისა და დასახიჩრებულის დათვლა შეგვიძლია… არავის გვაქვს გასასამართლებელი არც ერთ ქვეყანაში … ვერავინ ვიტყვით „მე მომკლეს, ბაბუაო“….

აი, სიგარეტის მავნებლობის რეკლამებივით, უნდა დახოცილების და ნაწამები ადამიანების ფოტო ედოს ყველა კომუნალური გადასახადის ქვითარს, სადაც სახლები რუსული გაზით თბება - „ძვირფასო მომხმარებელო, ამ თვის თწვენი ოჯახის თბილი ცხოვრება ღირს ორი გაუპატიურებული ქალი, რთი ზურგზე ხელებ შეკრული დახვრეტილი და ერთი ობოლი ბავშვი. გმადლობთ, რომ სარგებლობთ გაზპრომის მომსახურებით“, - წერს რუსუდან გოცირიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵აპრილის თვის სილამაზის კალენდარი

🔵„მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵„რამდენჯერაც დიდ რუსულ ბალეტზე ისაუბრებთ, იმდენჯერ მოგიყვებით გაუპატიურებულ, მოკლულ და გზაზე დატოვებულ ხუთი ახალგაზრდა გოგონას ცხედარზე“- უკრაინელი ექიმი