Digest Logo

„ბუჩიდან გვთხოვეს, ბავშვთა კვების პროდუქტები არ გამოგვეგზავნა.. ბავშვები არ არიან, თითქმის ყველა დახოცეს“ - გარიკ კოროგოდსკი

1649071804
 გარიკ კოროგოდსკი

უკრაინის ქალაქ ბუჩიდან გავრცელებულმა კადრებმა საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა. ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთ ადამიანის გვამი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩას და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს, სისასტიკესა და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობას  უკრაინელი ბიზნესმენი, მწერალი და ბლოგერი გარიკ კოროგოდსკი ეხმიანება.

ის სოციალურ ქსელში ბუჩასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ახლა ბუჩაში ჰუმანიტარული დახმარება არავის სჭირდება.

„მამამ წამიყვანა ბაბი იარში, თხრილზე საუბრობდა, იმაზე თუ როგორ დაუუთოვა დედამ 6 წლის ქალიშვილს კაბა, რათა ლამაზად ყოფილიყო.

საიდან უნდა სცოდნოდა, რომ იცრუა.

მე არც მომისმენია, მერჩივნა ბავშვებთან ფეხბურთი მეთამაშა. 6 წლის ვიყავი.

ბავშვობიდან მახსოვს მატარებლის გაჩერებები ლამაზი სახელებით – ირპენი, ბუჩა..

ახლა კი ბუჩიდან გვთხოვეს, ბავშვთა კვების პროდუქტები არ გამოგვეგზავნა.

ბავშვები არ არიან, თითქმის ყველა დახოცეს.

ჯერ არ არის ნათელი, როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვეულებრივი, როგორ ვიმუშაოთ“, – წერს გარიკ კოროგოდსკი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵აპრილის თვის სილამაზის კალენდარი

🔵„მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵„რამდენჯერაც დიდ რუსულ ბალეტზე ისაუბრებთ, იმდენჯერ მოგიყვებით გაუპატიურებულ, მოკლულ და გზაზე დატოვებულ ხუთი ახალგაზრდა გოგონას ცხედარზე“- უკრაინელი ექიმი