Digest Logo

„დამაკნინებელ კონტექსტში იყენებთ აუტიზმის მდგომარეობას, რაც ძალიან სამარცხვინოა“ - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი გიორგი ვაშაძეს მიმართავს

1718888485
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმად ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია, რასაც ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები და უფლებადამცველები განცხადებებით ეხმაურებიან.

მარი კორკოტაძე ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტია, რომელსაც აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ჰყავს და მისი უფლებებისთვის იბრძვის.

„დაიჯესტი“ მარი კორკოტაძეს გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებებზე დაუკავშირდა.

„ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსი მსგავს რაღაცას ამბობს, ამით მას ჰგონია, რომ შეურაცხყოფას აყენებს პოლიტიკოსს, თუმცა რეალურად შეურაცხყოფას აყენებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს. ამით იგი ამბობს, რომ აუტისტია, ხელის ჩამორთმევა არ იცის, ხალხთან ურთიერთობა არ შეუძლია და თითქოს ეს ყველაფერი არის ცუდი და რეალურად დამაკნინებელ კონტექსტში იყენებს ამ დიაგნოზს. უბრალოდ ევროკავშირისკენ მივდივართ და არც ერთი ამ ქვეყნის პოლიტიკოსისგან არ მინახავს, მსგავსი საქციელი. ადრეც იყო მსგავსი, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზე თქვეს. ჩემი აზრით, გამოდის რომ ეს პოლიტიკოსი არ არის მთლად კარგი პოლიტიკოსი, ელემენტარული თუ მას არგუმენტირებულად არ შეუძლია იმ რაღაც პრობლემებზე მიუთითოს და ისაუბროს. ეგრევე გადადის შეურაცხყოფაზე და ამისთვის იყენებს სიტყვა აუტისისტს. გიორგი ვაშაძეს კითხვას დავუსვამ, აუტიზმის დიაგნოზი როგორ დაუსვით კობახიძეს?! მისი ფორმა 100 ნახეთ, სადაც ეს დიაგნოზი უწერია? ათას ტესტებს უტარებენ ადამიანს, რომ აუტიზმის დიაგნოზი დაუსვას რამდენიმე სპეციალისტმა და თქვენ ასე მარტივად როგორ შეძელით ამის გაკეთება?! დამაკნინებელ კონტექსტში იყენებთ აუტიზმის მდგომარეობას, რაც ძალიან სამარცხვინოა“, - ამბობს მარი კორკოტაძე.

იგი ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ გიორგი ვაშაძემ აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში.

„ვაშაძემ ბოდიში აუცილებლად უნდა მოიხადოს და გარდა ამისა ჟურნალისტს ეთერშივე უნდა მოეხდინა რეაგირება, თუმცა არც ერთი ოპოზიციური არხებისგან არ ყოფილა ამ თემაზე დაინტერესება, რაც მე ძალიან არ მომწონს და ცუდი ტენდენციაა. თქვენ ხართ პირველი მედია, ვინც ამ თემით დაინტერესდა და მადლობა დიდი მხარდაჭერისთვის“, - ამბობს მარი კორკოტაძე.

ამავე თემაზე:

⭕„ბოდიში უნდა მოიხადოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების წინაშე! აუტისტები არიან უჭკვიანესი და უთბილესი ადამიანები!!“ - „ერთად დავძლიოთ აუტიზმის“ დამფუძნებელი ეკა სეხნიაშვილი გიორგი ვაშაძეს მიმართავს

⭕ „ბოდიში მოიხადონ საზოგადოების, აუტისტური სპექტრის ბავშვებისა და მათი მშობლების წინაშე“ - ნეირობალანსირების ცენტრი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე