Digest Logo

🎥 „დამირეკა და მითხრა: არ ინერვიულო, ტოვებ პროექტს...“ - რას ჰყვება ლინდა ადამია

1766171629
ლინდა ადამია

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ლინდა ადამია სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც ცნობილ სატელევიზიო შოუზე ისაუბრა.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: ცნობილი სატელევიზიო შოუს დატოვების მიზეზი თქვენი, როგორც ორსული ქალის ნახევრად შიშველ მამაკაცთან ერთად ცეკვა გახდა? - მან ასე უპასუხა:

„არა. მთელი პროექტის განმავლობაში იყო კომენტარები, ორსულია და რა უნდა სცენაზეო. ზოგადად რაც უფრო აქტიური ხარ, მით უფრო კარგად მიდის ეს პროცესი. მე რომ შევიტანე კასტინგზე განაცხადი, არ ვიცოდი რომ ორსულად ვიყავი. ძალიან პატარა ვიყავი. თვეები გაგრძელდა ეს პროექტი.

ეს დადგმა, ბიჭების გახდის, მეხანძრეების ფორმებით იყვნენ. ამან გამოიწვია ხალხის გაღიზიანება, რადგან ეს ორსულია და სხვა რამეზე ეცეკვაო. დედაჩემი იყო დარბაზში, კულისებში რომ გავედი მან დამირეკა და მითხრა: არ ინერვიულო, ტოვებ პროექტს იცოდე ახლავეო. მიხვდა რომ არ იყო შესაფერისი მომენტი ცეკვისთვის“, - აღნიშნა ლინდა ადამიამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გინდა ახალ წელს შეხვდე ფინანსური ტვირთის გარეშე? - რიტუალი რომელიც 21 დეკემბერს უნდა შევასრულოთ

⭕ თხის რქა: სამყაროს არქიტექტორი და დროის მბრძანებელი - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური მიმოხილვა

⭕საქართველოში მსოფლიოში ცნობილი იტალიური სპორტ ქარის „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა