Digest Logo

საქართველოში მსოფლიოში ცნობილი იტალიური სპორტ ქარის „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა

1766169097
„ფერარი თბილისის“

საქართველოში მსოფლიოში ცნობილი იტალიური სპორტ ქარის „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა.

„ფერარის“ ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მიიღო, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საავტომობილო სამყაროს ფლაგმანის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საქართველოში არსებული სტაბილური და მიმზიდველი ბიზნესგარემოს კიდევ ერთი დასტურია.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ფერარის“ ევროპისა და აფრიკის პრეზიდენტს რენო დე პოლის და „ნაზარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელ ალი ნაზარს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რეალური და განუმეორებელი ფიგურა შობის ღამისა...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე წმინდა ნიკოლოზზე

⭕ ქვეითი, რომელსაც თელავში ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა

⭕„ადამიანი არასდროს არ მოქმედებს ისე, რომ მის მოქმედებას არ უსწრებდეს წინ გულისმიერი ზრახვა...“ - თეოდორე გიგნაძე