
მარიამ ტატანაშვილი საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო. ამჯერად იგი გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც ავარიაზე ისაუბრა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას - მეგობრებმა, რომლებთან ერთადაც ავტოავარია შეგემთხვათ, დაგივიწყეს? მან ასე უპასუხა:
„კი დამივიწყეს. დაბადების დღის და ძველით ახალი წლის აღსანიშნად ვიყავით მეგობრები წასულები. მანქანაში ხუთი ადამიანი ვისხედით, მე, ჩემი მეგობარი, რომელიც საჭესთან იჯდა, ასევე ჩემი შეყვარებული, ნათესავი და კიდევ ერთი მეგობარი.
საავადმყოფოში ყოფნისას ასე თუ ისე დედაჩემის გვერდით იყვნენ.
როდესაც გამომწერეს და მნახეს ყველა გაქრნენ. მიზეზები არ ვიცი, ვეკითხები, მაგრამ არ აქვთ პასუხები. ჩემი მეგობარი იყო ნაბახუსევზე, გული გაუხდა ცუდად, ნაწვიმარი იყო და ტრაილერს შევეჯახეთ. ყველაზე მძიმედ მე ვიყავი“, - ჰყვება მარიამ ტატანაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საპატარძლო კაბა თუ დაბადების დღის ლუქი - როგორ აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა იუბილე?
⭕ „რთულია“ - დასრულდა თუ არა ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას სიყვარული? რას წერს მოდელი