მარკუს მეტრეველი საზოგადოების წინაშე მალე ახალი ამპლუით წარდგება – მომღერალი ტელეწამყვანის პროფესიას მოირგებს. მარკუსი ხშირად ანებივრებს მსმენელს ახალი ჰიტებით და 2022 წელიც სიახლით დაიწყო – ჩაწერა ახალი სიმღერა, რომლის პრემიერაც უკვე შედგა. ინტერვიუს დროს, მარკუსმა თქვა, რომ კახეთში აპირებს გადაბარგებას, უფრო კონკრეტულად მომღერლის სამომავლო გეგმებზე სტატიიდან შეიტყობთ.
„კი, მყავს ადამიანი, რომელიც მიყვარს – ჩემი მეორე ნახევარი. ზოგადად, ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ კარგი, იყოს ასე. ჩვენ ჯერ ძალიან მაგარი მეგობრები ვართ ერთმანეთისთვის და სხვა დანარჩენი შლეიფად მოჰყვება ჩვენს ურთიერთობას. უკვე მეოთხე წელია, რაც ერთად ვართ. ის საყვარელი კუროა. მე კი კუროებს კარგად ვეწყობი. ნუ, ვერძებისგან განსხვავებით, ცოტა დაპაუზებულები არიან, მაგრამ მაინც მიყვარს ეს ნიშანი. კახეთში გადასვლა და აგარაკი ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ორივეს გვინდა, ეტაპობრივად გადავიდეთ კახეთში. ჩვენთვის ეს ერთგვარი გამოწვევა და ახალი ეტაპია. ამ სიახლეს ორივე ბედნიერებით შევხვდით“.
– გასაიდუმლოებული ურთიერთობა გაქვთ, როდის გააცნობ შენს რჩეულს საზოგადოებას?
– ასე არ არის, უბრალოდ, პირადია და მოგეხსენებათ, რომ გარე სივრცეში ბევრი ბოროტი თვალია და ამისგან ვიცავ. რაც შეეხება ჩემი პარტნიორის გაცნობას, ვფიქრობ, მალე მოვა ეს დღეც.
– ხმა გავრცელდა, მარკუსი დაქორწინებას აპირებსო. მართალია? პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ რამდენად რთული იქნება შენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა?
– ზოგადად, დაქორწინება ჩემთვის არის ბუტაფორია და ცარიელი ფურცელი, რომელიც არაფერს მაძლევს არც ემოციურად, არც ენერგეტიკულად. რასაც ვერ ვიტყვი ჯვრისწერაზე. ამაზე გვისაუბრია, ჯვრისწერა არის სწორი გზა, რომელსაც ეკლესიამდე მივყავართ, იქ, სადაც სინათლეა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
წყარო: tbiliselebi.ge