„როცა უმწეო ადამიანი საშიშროებას გაურბის, იცით საით და რა მიმართულებით, ვისკენ გარბის?
მე გეტყვით, ჩემო ძვირფასებო: საშიშროება გამოქცეული უმწეო ადამიანი გარბის ადამიანებისკენ, იმათკენ, ვისგანაც დახმარებას, შეფარებას, გადარჩენას მოელის და არა მტრისკენ“, - ამ სიტყვებით გამოხატავს თავის აზრს პროფესორი სოლომონ ნერგაძე და განმარტავს, თუ რატომ არ უნდა ავუკრძალოთ რუს მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა.
„პუტინს გამოქცეულ ადამიანებს თავშესაფარი არ მივცეთ და ლუკმა არ გავუყოთ?!...
ბანკებმა უარი განაცხადეს არ მოვემსახურებითო?!
მე არ მინდა არაადამიანებით დასახლებული საქართველო!...
მე არ მინდა, გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს რომ არ ეხმარება, ის საქართველო!.
მე არ მინდა არასტუმართმოყვარე საქართველო!...
მე არ მინდა სხვა ერის, ნებისმიერი ერის მოძულე საქართველო!...
პუტინს და მის გარემოცვას დღესვე დასცემია მეხი და მოუსნაგვავს!
მისგან გამოქცეულ ადამიანებს უარს ვეუბნებით თავშესაფარზე?!...
დროებით რომ შევიფაროთ, ამაზე ვეუბნებით უარს?!...
როცა უმწეო ადამიანი საშიშროებას გაურბის, იცით საით და რა მიმართულებით, ვისკენ გარბის?
მე გეტყვით, ჩემო ძვირფასებო: საშიშროება გამოქცეული უმწეო ადამიანი გარბის ადამიანებისკენ, იმათკენ, ვისგანაც დახმარებას, შეფარებას, გადარჩენას მოელის და არა მტრისკენ.
„დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა...“, - ასეთი საქართველო მინდა და ვისაც ასეთი საქართველო არ გინდათ, შეეშვით ხალხის მოწამვლას!
ღმერთმა დალოცოს ჩემი სტუმართმოყვარე ქვეყანა! სტუმართმოყვარე!“, - წერს სოლომონ ნერგაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: „ვოლოდიმირ ზელენსკი გამოიყენეს... პირადად მე საბოდიშო არაფერი მაქვს მასთან“ - ქეთი დოლიძე