
ბორჯღალოსნები ირლანდიელთა წინააღმდეგ - ისტორიული მატჩი საკუთარ მოედანზე. როგორ ემზადებიან ეროვნული ნაკრების წევრები ? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმედის დღე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეებმა ლუკა ივანიშვილმა და თორნიკე კახოიძემ ისაუბრეს:
„კარგ განწყობაზე ვართ. ველოდებით მოსამზადებელი ეტაპის დაწყებას. ვინც შემოგვიერთდება ერთი მიზნით და შემართებით ვიქნებით. პირველ რიგში საკუთარ კედლებშია თამაში და ამით დიდი უპირატესობა გვაქვს. უძლიერესი გუნდია ირლანდია მსოფლიოში და ეს უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს.
ფიზიკურად შავი ლომის ნაწილი კარგად ვართ. საკმარისი დრო გვქონდა დასვენებისთვის, ფიზიკურადაც ჯანმრთელად ვართ. ზოგმა დაამთავრა სეზონი ზოგიც კი დასვენების ეტაპზეა შესაბამისად გვაქვს საკმარისი ძალები.
როცა ასეთ გუნდებს ეთამაშები დასაკარგი ასე თუ ისე არაფერი გაქვს და უფრო თამამად თამაშობ. უფრო მეტად ვართ ჟინით ვიდრე სხვა გუნდებთან. ძალიან დისციპლინირებულ და ჩქარ თამაშს თამაშობენ, თუმცა ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარე დავუპირისპიროთ მათ და მოვახვიოთ ჩვენი სტრატეგია თავზე“, - აღნიშნეს მორაგბეებმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საქართველოს სიამაყე!...“ - „უეფა“ ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოებს აქვეყნებს