დიდხნიანი ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი {გარმელია} გარდაიცვალა.
„ღვთივ განისვენა, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალიური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია)“, - ნათქვამია დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიტროპოლიტი აბრაამი ბერად 1988 წელს აღიკვეცა, 1996 წელს აკურთხეს ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსად, სადაც 1996 წლამდე იყო.
1993-2003 წლებში იყო თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი.
1995 წელს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა და თანამდებობა 2002 წლამდე ეკავა.
1996-1998 წლებში საგარეჯო-გურჯაანის ეპისკოპოსი გახდა, 1998 წელს კი მთავარეპისკოპოსად აკურთხეს.
1998-2002 წლებში იყო ჭიათურისა და საჩხერის მთავარეპისკოპოსი. 2000 წელს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი.
2002 წლიდან კი გახდა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. 2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თურქულ შოუბიზნესში სკანდალი გრძელდება: ნარკო-ბრალდებით ცნობილი მსახიობები დააკავეს
⭕25 ნოემბრიდან ზოდიაქოს 4 ნიშანს ფინანსური იღბალი და სტაბილური კეთილდღეობა ელის