Digest Logo

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგოს სავარაუდო გაუპატიურებაზე გამოძიება დაიწყო

1756567773
გაუპატიურება

დასავლეთ საქართველოს, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის  სოფელში, არსებული ინფორმაციით, 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა. მე-8 კლასელი გუშინ გაუჩინარდა.

დახმარებისთვის მშობლებმა სოფელში  მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლობას მიმართეს.

როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, არსებობს დაზარალებულსა და ზრდასრულ კაცს შორის სატელეფონო მიმოწერები, სადაც,სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი იკვეთება.

შსს-ს ცნობით,გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

30 წლის კაცმა, რომელმაც სავარაუდოდ იმერეთის მკვიდრია, 14 წლის მოზარდი გააუპატიურა, მიმალვა შეძლო. სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე მიმდინარეობს. გოგონა  დედასთან ერთად დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის პერიოდში, ცაში ხდება საოცარი ასტრონომიული მოვლენა, რომელიც მის გარდაცვალებას სიმბოლურად ასახავს“ - ხათუნა ნოელი

„კალიუმით მდიდარი საკვები ბევრად უფრო ეფექტიანად ამცირებს არტერიულ წნევას, ვიდრე უბრალოდ მარილის შემცირება“ - გიორგი ფხაკაძე

ნახეთ როგორ ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს თიკა ფაცაცია

წყარო: primetime.ge