Digest Logo

„დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან თოვლი, წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

1729759091
წვიმა თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

„25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს საფრთხის საშუალო დონე აქვს გამოცხადებული.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი საოცნებო ხელის თხოვნა კომოს ტბაზე“ – ბლოგერმა გიორგი ნაჭყებიამ რჩეულს ხელი სთხოვა

🎥 „დღეს მინიშნებების დღეა“ - რა გზავნილებს მივიღებთ სამყაროსგან და რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა დღეს?

⭕„ვხედავ, მბაძავენ და მინდა სამაგალითო მამა ვიყო... ასე რომ, ამ ეტაპზე საკუთარი თავის განვითარებით ვარ დაკავებული და ჩემი ოცნებაა, ჩემი შვილები ჩემით ამაყობდნენ“ - გიორგი ყიფშიძე